ლიტერატურულიკონკურსი„წერო“–გინდაწერო? უნდაწერო!
8.12.2014
11 დეკემბერს, 18სთ–ზე მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკური „წეროს“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
კონკურსი „წერო 2014“ 3 ნოემბერს დაიწყო. 5–10 გვერდამდე ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge–ის ვებ–გვერდზე ნებისმიერ მსურველს 24 ნოემბრამდე შეეძლო. სულ გამოქვეყნებული იქნა 345 ნაწარმოები.
კონკურსის მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 14 ნაწარმოები განთავსდა ვებ–გვერდზე lit.ge და მკითხველს 10 დღის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის. შემფასებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ფორუმში და გამოეთქვათ თავიანთი აზრი ნაწარმოებების შესახებ.
დაჯილდოების ცერემონიალზე მკითხველის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება კონკურის I, II და III ადგილის მფლობელები. მათ შესაბამისად გადაეცემათ 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო, 2000 ლარი და 1000 ლარი. საკუთარ რჩეულებს დაასახელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მათ სიგელებს და პრიზებს გადასცემს სამინისტროს წარმომადგენელი. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც.
ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge ყველაზე აქტიურ მკითხველებს ლიტბარათებით დააჯილდოვებს.
ჟიურის მიერ შერჩეული ნაწარმოებებია:
- დახურული ქარხნების სინდრომი
- ვინც გაიცინებს, გავარდება
- ზელდა ბრაუნის ნაამბობი
- ზღვის სუპი
- თქვა პრეზიდენტმა
- იაკობის ჭასთან
- მე, ბიძაჩემი, ფეცბურთი და გამრავლება...
- ნუ გეშინია, ანა
- სასაუზმე ბუდაპეშტი
- საშკა
- სიკვდილის მწერალი
- ჩამრთველი
- ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი
- წყლის პირას, მურყნის ჭალაში
დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იქნებ „წერო 2014“–ის ფინალში გასული მოთხრობების კრებული. კრებულის გადმოწერა შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახითაც ვებ–გვერდზე www.lit.ge.
სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები არიან:
2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა)
2007წ. – ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია)
2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა)
2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია)
2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა)
2010წ. – მარი ბექაური (პროზა)
2014წ. - ნათია როსტიაშვილი (პროზა)
ლიტერატურული კონკურსის „წერო“ ორგანიზატორები არიან – ელექტრონული წიგნების მაღაზია “Lit.ge” და ფარმაცევტული კომპანია GPC. მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს მწერალთა სახლი.