17 დეკემბერს, 19.00 მწერალთა სახლში გაიმართება გერმანელი კინორეჟისორის შტეფან ტოლცის „ქართული ტრილოგია“ DVD ფორმატში პრეზენტაცია.
ზუსტად შობა-ახალი წლის დღესასწაულების წინ 18.12.2014 გამოვა
გერმანელი კინორეჟისორის შტეფან ტოლცის „ქართული ტრილოგია"პირველად DVD-ფორმატში.
მისი სამი დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ, რომლებმაც უკვე
მოიპოვეს საერთაშორისო წარმატება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია პირველად
ერთად DVD-ზე. Filmpunkt-ი წარმოგიდგენთ სამენოვან გამოცემას (ქართული,
ინგლისური, გერმანული) ბონუს-მასალითა და 32-გვერდიანი ბუკლეტით
სულაკაურის გამომცემლობის მხარდაჭერით.
შტეფან ტოლცი აგერ უკვე 25 წელია იცნობს საქართველოს და, როგორც
თავად ამბობს, „გულით დაატარებს“ მას.
პირველი ფილმი საქართველოს შესახებ 1991 წელს გადაიღო: „კავკასიურ
ნადიმში“ პოეტი და ლიტერატორი ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც თამადა,
უძღვება ქართულ წვეულებას, რომლის სტუმრებსაც ერთიმეორის მიყოლებით
სადღეგრძელოებისა და კინო-პორტრეტების საშუალებით ვეცნობით.
ათი წლის შემდეგ იღებს მეორე ფილმს „დროის მიჯნაზე“: ეს არის
მოგზაურობა „მამაკაცთა მკაცრი სამყაროს“ ყოველდღიურ ცხოვრებაში
კავკასიის ოთხ შორეულ მხარეს, სადაც ადამიანები „დროის სხვა
განზომილებაში“ ცხოვრობენ. გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთსა და
აჭარაშიც. ამ ფილმმა მოიპოვა ჯილდოები "Golden Gate Award" სან
ფრანცისკოში და „გრან პრი“ ტაივანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
შტეფან ტოლცი თავისი ცისფერი ვოლგა-21-ით ქართველებთან ერთად
მიუყვებოდა გზას ქვეყნის „მომავლის ძიებაში" მიხეილ სააკაშვილის
პრეზიდენტობის ბოლო ორი წლისა (2011-2013) და ბიძინა ივანიშვილის
ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკოსად ჩამოყალიბების პერიოდში. ფილმში
„სრული სვლით დასავლეთისკენ“ ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია
დასავლური სამყაროს ნაწილად ქცევის ოცნებას საზოგადოებაში ძალთა
პოლარიზება. კინომცოდნე გოგი გვახარია: „წლის საუკეთესო ფილმი ".
ამ უჩვეულო გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება 2014 წლის 17
დეკემბერს, 19 საათზე, მწერალთა სახლში (ი.მაჩაბლის 13),
თბილისში, სადაც ყველას გულითადად გეპატიჟებით. ისაუბრებებენ
ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, და თინათინ
მამულაშვილი, სალაკაურის გამომცემლობის დირექტორი. აგრეთვე,
ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ფილმებიდან.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ,
ინტერვიუ აიღოთ რეჟისორ შტეფან ტოლცთან.