ხორვატიელი წარმოშობის კანადელი მწერალი იოსიფ ნოვაკოვიჩი ესაუბრება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს. მოდერატორი: დავით დეფი
ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით
აუდიტორია 519
ჯოზეფ ნოვაკოვიჩი
მწერალი, პოეტი, კანადა
ჯოზეფ ნოვაკივიჩი 20 წლის იყო, როცა ხორვატიიდან აშშ-ში გადასახლდა, ცოტა ხნის წინ კი, 53 წლის ასაკში - აშშ-დან კანადაში. მისი რომანი “პირველი აპრილი” ათ ენაზეა თარგმნილი. ნოვაკოვიჩი ავტორია მოთხრობებისა - “სამი სიკვდილი”, “მოთხრობები ომზე და ვნებაზე”, “კვერცხის გული”, “გადარჩენა და სხვა უბედურებები”, ასევე გამოცემული ესეების სამი და კრიტიკული სტატიების ორი კრებული.
წელს გამომცემლობა “Esplanade Books”-ს მისი მოთხრობების კრებულს გამოსცემს. მისი ლექსები შესულია საუკეთესო ამერიკული პოეზიის ანთოლოგიაში, Pushcart Prize - ის მოთხრობათა კრებულში და ო’ჰენრის პრემიის მოთხრობათა კრებულში. ნოვაკოვიჩს მიღებული აქვს ვიტინგის მწერალთა პრემია, გუგენჰაიმის სტიპენდია, ინგრამ მერილის პრემია და ამერიკული წიგნის პრემია. 2103 წელს ნოვაკოვიჩი მენ ბუკერის საერთაშორისო პრემიის ფინალისტი იყო. ის სხვადასხვა წლებში ასწავლიდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში. ამჟამად მონრეალის კონკორდიის უნივერსიტეტის ლექტორია.