20 მაისს, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა პრეზენტაცია წიგნებისა "ჩრდილების მარში" და "ქართული თანამედროვე პოზიის ანთოლოგია იტალურ ენაზე". წარადგენს მთარგმნელი - ნუნუ გელაძე
კლაუდიო პოცანი
პოეტი, პროზაიკოსი და მუსიკოსი(იტალია)
კლაუდიო პოცანიმ პოეტური პერფორმანსებით არა მხოლოდ იტალიაში გაითქვა სახელი, არამედ ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟულ ლიტერატურულ ფესტივალებსა და ტურინის, მონრეალის, პარიზის, კუბის, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.
კლაუდიო პოცანის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე და შეტანილია პრესტიჟულ ანთოლოგიებსა და ლიტერატურულ ჟურნალებში.
პოცანიმ 2010 წელს, მუსიკოსებთან ფაბიო ვერნიცისა და ანდრეა ვიალარდისთან ერთად გამოსცა ლექსთა კრებულის „ჩრდილების მარშის“ აუდიოჩანაწერი, რომელიც პირველად აუდიოპოეზიის ისტორიაში ექვსი კვირის განმავლობაში იტალიური დამოუკიდებელი რადიოების საუკეთესოთა ოცდახუთეულში სახელდებოდა.
კლაუდიო პოცანიმ 2001 წელს დააარსა „პოეზიის საერთაშორისო სახლი“, სახლი განთავსებულია გენუის დოჟების სასახლეში, სადაც ყოველწლიურად 180 უფასო ღონისძიება ტარდება.
კლაუდიო პოცანის მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს საქართველოში იტალიის საელჩო