მიქელ პატარიძე - პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისთი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1895 წელს ქუთაისში.
1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი კეკელიძეს. საზოგადოება „შევარდენის“, აქტიური წევრი იყო.
გარდა ამისა, ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. დაგვიტოვა რუსული პოეზიის შესანიშნავი თარგმანები (პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი). მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი. პატარიძისეული თარგმანებით დამკვიდრდა ქართულ პოეზიაში შესანიშნავი ფრანგი პოეტი ერედია „ტროფეებით“. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოლდერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები.
გამორჩული ღვაწლი დასდო მაიაკოვსკის პოეზიის ქართულად თარგმნას. ამ საქმეს 30 წელიც შეალია. სწორედ მანვე დაარსა პოეტის სახლ-მუზეუმი ბაღდათში, სადაც თავისი სოცოცხლის ბოლო წლები (17 წელი) გაატარა.
საღამოს მართავს ფონდი „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“