2019 წლის 9 დეკემბერს უფლებადამცველთა დღეს საქართველოში უკვე მეორედ აღვნიშნავთ, რათა გაიზარდოს უფლებადამცველების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობა და მათი როლი სათანადოდ იქნეს აღიარებული.
ღონისძიებაზე გაიმართება თემატური დისკუსია, სადაც საუბარი იქნება საქართველოში უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უფლებადამცველების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ღონისძიება უმასპინძლებს ძლიერ და აქტიურ ქალებს, ინდივიდუალურ აქტივისტებს, მათ შორის - საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, თუმცა მათი საქმიანობა და ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო-გამოფენა - „უცნობი პორტრეტები - ქალები და აქტივიზმი“ . ამასთან, ღონისძიებაზე დამსწრე პირებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად გაესაუბრონ ფოტოკონკურსის მონაწილე ქალებს - მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ („ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ფორმატი).
ღონისძიება ხორციელდება IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ - უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი საქართველოში თანადაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ.
დღის წესრიგი:
17:00 - რეგისტრაცია
17:30 - მისალმება
• ბაია პატარაია - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე
• კარლ ჰარცელი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი
• ნინო ლომჯარია - საქართველოს სახალხო დამცველი
• ჰელენე სანდ ანდრესენი - ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში
18:00 - პანელური დისკუსია: უფლებადამცველები - აქტუალური გამოწვევები საქართველოში
• უფლებადამცველების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები
ქეთევან აბაშიძე - ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი, ადამიანის უფლებების ოფიცერი აღმოსავლეთ ევროპაში
• დეზინფორმაციული კამპანიები უფლებადამცველების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ
თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი
• უფლებადამცველები/აქტივისტები და მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება
გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, თავმჯდომარე
• თბილისი პრაიდი - ლგბტ უფლებადამცველების წინაშე არსებული საფრთხეები
გიორგი თაბაგარი - თბილისი პრაიდი, დირექტორი
19:10 - „ცოცხალი ბიბლიოთეკა“
ფოტო-გამოფენა - “უცნობი პორტრეტები - ქალები და აქტივიზმი”
მოდერაცია: ნათია თავბერიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი