2016 წელს რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავითან დაკავშირებით მწერალთა სახლმა ჩაატარა მოსწავლეთა ესეების კონკურსი, რომელიც მიეძღვნა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას. უფროსკლასელებს შეთავაზებული სამი ესედან (საბჭოთა რეპრესიები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით; მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით და ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან) უნდა დაეწერათ ერთ-ერთი.
პირველი პრემია გადაეცა 21-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს გივი საბაშვილს, მეორე პრემია - ევროპული სკოლის X კლასი მოსწავლეს ნინო კობაიძეს. ასევე, გაიცა ხუთი წამახალისებელი პრემია; დაჯილდოვდნენ ანამარია ქორიძე (21-ე სკოლა), ელენე მახარაძე (სკოლა 21- საუკუნე), ირაკლი მაჩაიძე (124-ე სკოლა), თამარ მავზარაშვილი (82-ე სკოლა) და ანა სამურკასოვი (ფოთის მე-5 სკოლა). მწერალთა სახლის რჩეული მოსწავლე ანამარია ქორიძე გახდა. მოსწავლეები წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.