რევაზ ინანიშვილის საიუბილეოდ - ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელებისათვის

2016 წელს რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავითან დაკავშირებით მწერალთა სახლმა  ჩაატარა მოსწავლეთა ესეების კონკურსი, რომელიც მიეძღვნა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას.  უფროსკლასელებს შეთავაზებული სამი ესედან (საბჭოთა რეპრესიები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით; მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით  და  ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან)   უნდა დაეწერათ ერთ-ერთი.

პირველი პრემია გადაეცა 21-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს გივი საბაშვილს, მეორე პრემია - ევროპული სკოლის X კლასი მოსწავლეს ნინო კობაიძეს. ასევე, გაიცა ხუთი წამახალისებელი პრემია; დაჯილდოვდნენ ანამარია ქორიძე (21-ე სკოლა), ელენე მახარაძე (სკოლა 21- საუკუნე), ირაკლი მაჩაიძე (124-ე სკოლა), თამარ მავზარაშვილი  (82-ე სკოლა) და ანა სამურკასოვი (ფოთის მე-5 სკოლა). მწერალთა სახლის რჩეული მოსწავლე  ანამარია ქორიძე გახდა. მოსწავლეები წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. 

პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor