იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია  2017 წელს დაარსდა. პრემია ემსახურება საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებას, მისი მიზანია საბავშვო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება. ნომინაციების დიდი ნაწილი ასაკობრივადაა დაყოფილი. პრემია აფასებს არა მხოლოდ მწერლებს, არამედ, საბავშვო წიგნების ილუსტრატორებსაც.  საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ორი პრემია)

ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

პატარებისთვის, 7 – 12 წელი. 

  • საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამ პრემია)

ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

ყმაწვილებისთვის, 13 + .

  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა სამი პრემია)

ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

პატარებისთვის, 7 – 12 წელი; 

ყმაწვილებისთვის, 13 + ;

  • საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
  • საუკეთესო დებიუტი
  •  საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
  • საბავშვოსაყმაწვილო ინოვაციური პროექტი
  • საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს, საპრიზო ფონდი თითოეულ ნომინაციაში  2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის - 3000 ლარი. 2017-2018 წლებში ჯამში გაიცა 20 პრემია და 42 000 ლარი ფულადი ჯილდო.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ყოველწლიურია და მისი ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor