6 მაისს, 18.30 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძის საჯარო ლექციაზე "საქართველოს თეატრის Avant-garde".
1920-იანი წლების სცენოგრაფიული სისტემის ფუნქციონირებას ახალი „ესთეტიკური აღმოჩენები“ განსაზღვრავდა. თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების უშუალო კავშირი ვიზუალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან, ავანგარდული მიმდინარეობების სპეციფიკური გამომსახველობითი საშუალებების და ხერხების სცენაზე დამკვიდრებას განაპირობებდა. ახალ ნიადაგზე, ქართულ თეატრალურ სივრცეში ის ტრანსფორმირებას განიცდიდა და ახალ ესთეტიკურ იდეოლოგიას ამკვიდრებდა. სხვადასხვა დარგების და ფორმების სინთეზი ძირეულად ცვლიდასცენის ორგანიზების ტრადიციულსცენოგრაფიულპრინციპებს, მხატვრული პროდუქტის სტრუქტურას..ზემოაღნიშნული პროცესები ანგრევდა საუკუნის დასაწყისში გაბატონებულ წარმოდგენას მხატვარ-დეკორატორის შესახებ და მას პირობით სივრცესა და დროში განვითარებული მოვლენების პასიური ილუსტრატორის ნაცვლად, სპექტაკლის კონცეფციის თანაავტორის მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებდა.
გვეწვიეთ და მოუსმინეთ ქეთის გასული საუკუნი დასაწყისის ქართული თეატრის ცხოვრებაზე და ბევრ საინტერესოსა და ახალს აღმოაჩენთ.
ნოებერი ღონისძიებები
06
მაისი
მაისი
09
მაისი
მაისი
13
მაისი
მაისი
16
მაისი
მაისი
18:00 სთ
17
მაისი
მაისი