საბას ლაურეატები მწერალთა სახლში

2014 წელს, თიბისი ბანკისა და მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ხორციელდებოდა შეხვედრების ციკლი „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“.  სულ ათი შეხვედრა გაიმართა და მკითხველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის გამარჯვებულებს. ასევე, მოესმინათ ჟიურის აზრი, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორს  პრემია. შეხვედრები იყო ინტერაქციული და შეეხებოდა არა მხოლოდ კონკრეტული ავტორის შემოქმედებასა და ტექსტებს, არამედ ფართოდ განიხილებოდა, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ლიტერატურული პროცესები.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor