შოთა ჩანტლაძის ლექსების კითხვა

2018 წლის 17 სექტემბერს, მწერალთა სახლის ბაღში  შოთა ჩანტლაძის 90 წელის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა. ის, ნიკო სამადაშვილთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პოეტია, რომელსაც სიცოცხლეში არაფერი გამოუქვეყნებია - მისი ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა, ხოლო უნივერსიტეტის ბაღს, სადაც შოთა ჩანტლაძის მოსასმენად გასული საუკუნის 60-იან წლებში ხშირად იკრიბებოდნენ პოეზიის მოყვარულები, “შოთას უნივერსიტეტს” ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძის კრებულები პოეტის სიკვდილის შემდეგ არაერთხელ გამოიცა, მისი მნიშვნელობა და როლი ქართულ პოეზიაში ჯერ კიდევ შეუფასებელია.

შოთა ჩანტლაძე გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, ასევე მის ლექსები წაიკითხეს სხვადასხვა თაობის ბესიკ ადეიშვილმა, გივი შაჰნაზარმა, გივი ალხაზიშვილმა, დათო ბარბაქაძემ, შოთა იათაშვილმა, დიანა ანფიმიადმა, პაატა შამუგიამ, გიორგი შონიამ, ნიკა ლაშხია და გიორგი ჩუთლაშვილმა.  
საღამო  გამორჩეული იყო იმითაც, რომ თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა გამხდარიყო საღამოს მონაწილე და წაეკითხა შოთა ჩანტლაძის ლექსები. აღნიშნულ ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი მსმენელი ჩაერთო ლექსების კითხვის პროცესში.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor