რევაზ ინანიშვილი - 90 წლის იუბილე

2016 წლის 20 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართა რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გამოიფინა  ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმში დაცული რევაზ ინანიშვილის ნახატები. მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ, პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა და ფილოლოგმა ზაალ ჩხეიძემ.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა  ჩაატარა მოსწავლეთა ესეების კონკურსი, რომელიც მიეძღვნა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას.  უფროსკლასელებს შეთავაზებული სამი ესედან (საბჭოთა რეპრესიები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით; მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით  და  ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან)   უნდა დაეწერათ ერთ-ერთი.

პირველი პრემია გადაეცა 21-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს გივი საბაშვილს, მეორე პრემია - ევროპული სკოლის X კლასი მოსწავლეს ნინო კობაიძეს. ასევე, გაიცა ხუთი წამახალისებელი პრემია, დაჯილდოვდნენ ანამარია ქორიძე (21-ე სკოლა), ელენე მახარაძე (სკოლა 21- საუკუნე), ირაკლი მაჩაიძე (124-ე სკოლა), თამარ მავზარაშვილი  (82-ე სკოლა) და ანა სამურკასოვი (ფოთის მე-5 სკოლა). მწერალთა სახლის რჩეული მოსწავლე  ანამარია ქორიძე გახდა. მოსწავლეები წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. 

პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor