ბორის პასტერნაკის კვირეული

2015 წლის თებერვალში, მწერალთა სახლმა ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ბორის პასტერნაკის საიუბილეო კვირეულს უმასპინძლა. 27 თებერვალს, გაიხსნა გამოფენა, სადაც გამოიფინა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მიერ მოწოდებული საარქივო მასალები.  ამავე დღეს, გაიმართა რუსი მწერლის ლიუდმილა ულიცკაიას საჯარო ლექცია ბორის პასტერნაკის შემოქმედებაზე. კვირეულის ფარგლებში მოეწყო პოეზიის საღამო,  ბორის პასტერნაკის ლექსები წაიკითხეს ლიუდმილა ულიცკაიამ და ლანა ღოღობერიძემ.

კვირეულის გამართვა შესაძლებელი გახდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor