ივანე მაჩაბელი - 160 წლის იუბილე

2014 წლის 30 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლმა გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 160 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გამოფენას და საჯარო ლექციას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ივანე მაჩაბლის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალა - როგორც ფოტოები, დოკუმენტები და ხელნაწერები, ასევე ივანე მაჩაბლის პირადი წიგნები.
ამავე დღეს, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია ივანე მაჩაბლის მოღვაწეობისა და უილიამ შექსპირის ივანე მაჩაბლისეულ თარგმანების შესახებ. ლექციას უზღვებოდა ლიტერატორი და მთარგმნელი პაატა ჩხეიძე.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor