მოსწავლეთა ესეების კონკურსი

მწერალთა სახლი ატარებს ესეების კონკურსს უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის. პროექტი ყოველ წელს სხვადასხვა მწერალს ეძღვნება და როგორც წესი, საიუბილეო თარიღებს უკავშირდება. მოსწავლეებს ვთავაზობთ დაწერონ  სამი შერჩეული ესედან ერთ-ერთი. გამარჯვებულებს აფასებს მწერალთა სახლის ჟიური და რჩეულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები. პირველად 2015 წელს კონკურსი ვახუშტი კოტეტიშვილის საიუბილეოდ ჩატარდა და მიეძღვნა მის ბიოგრაფიულ რომანს „ჩემი წუთისოფელი“, 2016 წელს კი რეზო ინანიშვილის პროზას,  2017 წელს ეს პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსთან პარტნიორობით ჩატარდა და მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებასა და 100 წლის იუბილეს.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor