03 სექტემბერი 2021
გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში თბილისს ესპანელი მწერალი ირია კოიასო ეწვია

 

მწერალთა სახლის ორგანიზებითა და UNESCO-ს პროექტის ,,თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი’’ მხარდაჭერით, გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში თბილისს ესპანელი მწერალი ირია კოიასო ეწვია. 

 

3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ირია კოიასო მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და წიგნზე მუშაობას დაასრულებს. მწერალი გვიმხელს, რომ მისი შემდეგი ნაწარმოების სიუჯეტი შთაგონებულია თავისი ბებიისა და ბაბუის ისტორიით, რომლებიც პანდემიის პერიოდში გარდაიცვალენ.

 

გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამები, მწერალთა სახლის ორგანიზებით და UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მხარდაჭერით, თბილისში, ლა კორუნიასა (ესპანეთი) და ლვოვში (უკრაინა) სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება. 

 

პროექტის პარტნიორები არიან მწერალთა რეზიდენცია ლა კორუნიაში, ლვოვის ქალაქის საბჭო და "ლვოვი - იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი" გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ქართველი ავტორები მწერალთა სახლის და „თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქის“ ღია კონკურსის შედეგად შეირჩნენ. ლა კორუნიას რეზიდენციაში თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია გაემგზავრებიან, ხოლო ლვოვის რეზიდენციაში ნანა აბულაძე იცხოვრებს და პარალელურად 15-19 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალ "ლვოვის წიგნის ფორუმს" დაესწრება.

 

ირია კოიასოს შემდეგ, მწერალთა სახლის რეზიდენცია უკრაინელ მწერალს ანასტასია ლევკოვას უმასპინძლებს და წლის ბოლომდე კიდევ გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაცვლითი პროგრამების გამოცხადებას. მათ შორის პორტუგალიაში, იუნესკოს ლიტერატურის ქალაქ ობიდოშის მწერალთა რეზიდენციასთან თანამშრომლობით.

 

 

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor