12 დეკემბერი 2014
„მწერლები უკეთესი განათლებისათვის” - დისკუსია მწერალთა სახლში

5 დეკემბერს, მწერალთა სახლისა და UNICEF-ის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით - „მწერლები უკეთესი განათლებისათვის”, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი და დიანა ანფიმიადი უძღვებოდნენ.

წელს საერთაშორისო საზოგადოება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვთა განათლება წარმოადგენს. მწერალთა სახლში გამართულ დისკუსიაში მწერლები, გამომცემლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე  განიხილეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. იმსჯელეს იმაზეც, თუ რა როლი ეკისრება ლიტერატურას, მწერლობასა და კონკრეტულ მწერლებს განათლების სექტორსა თუ სასწავლო პროცესში.

დისკუსიის ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიდეოგალერეაში.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor