ლიტერატურული ცხოვრება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში (1918-1921)
პროექტი 2018 წლის 7-11 მაისი განხორციელდა და მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. მწერალთა სახლის მიზანი იყო, 1918-1921 წლების ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული და დღემდე გამოუმზეურებელი მასალის თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც, იმ ეპოქის პერიოდიკასთან ერთად, პოეტ იოსებ გრიშაშვილის პირად არქივში დაცული მასალებიც გამოიფინა. ასევე, გაიმართა საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაზე. ლექციები წაიკითხეს: ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურიამ, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.