ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში

პროექტი _  „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _  ჩატარდა 2018 წლის თებერვალ-ივნისში.  პროექტის შედეგად შედგა ათი შეხვედრა, აქედან ხუთი საღამო დაეთმო ფემინისტური პოეზიის კითხვას, ხუთი კი - პროზას. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და  ქალური ნარატივის ქართული ფენომენის ხელახალი აღმოჩენა. გარდა ამისა, მწერალთა სახლი წლებია მუშაობს  საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის დამკვიდრებას და თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ნაწილად ქცევაზე და ვთვლით, რომ „ფემინისტური კითხვა“ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო „ქალთა ფონდი საქართველოში“.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor