ერთი სახლი, ორი საუკუნე

მწერალთა სახლის შენობას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს - ის ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა 1905 წელს, ქორწინების 25 წლისთავზე უსახსოვრა მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს. სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის ნაზავის ბრწყინვალე ნიმუშია. შენობა მშენებლობის დასრულებისთანავე, 1905 წელს გადაიღო ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა. 

2015 წელს მწერალთა სახლის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,    ფოტოგრაფებმა გურამ წიბახაშვილმა და თინა კიღურაძემ დავით სარაჯიშვილის სახლი გადაიღეს ზუსტად  ისე, როგორც ეს 1905 წელს მოხდა. პროექტში ორი განსხვავებული ეპოქის განსხვავებული ფოტოგრაფები შეხვდნენ ერთმანეთს და ასახეს სარაჯიშვილისეული სახლის წარსული და დღევანდელობა.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor