ციკლი „დისკუსიები თანამედროვე რომანზე“ მწერლთა სახლის ერთ-ერთი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 2014-2015 წლებში იმართებოდა თანამედროვე ქართული და უცხოური რომანების განხილვა. შეხვედრების მიზანი იყო ახალი ლიტერატურული ტექსტების სხვადასხვა რაკურსით დანახვა და გააანალიზება, საუბარი თანამედროვე რომანის სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბარი და ლიტერატურულ ცხოვრებაში კრიტიკული დისკურსის გააქტიურება.
პროექტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ქართული და უცხოური რომანის განხილვა, დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ: პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი გიორგი ლობჟანიძე, მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე, მწერალი ლაშა ბუღაძე, მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი დათო გაბუნია, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი,
მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე.