ლიტერატურული ღამე
„ლიტერატურული ღამე“, 2013 წლის 5 ივლისს გაიმართა ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC) ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, ბრიტანეთის საკონსულოსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობის შედეგად.
ღონისძებაზე ოთხმა ავტორმა დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან თავიანთი ბოლოდროინდელი და ადრეული პერიოდის ნაწარმოებების ნაწყვეტები გააცნეს მკითხველს. ეს ავტორები იყვნენ საქართველოდან აკა მორჩილაძე, დიდი ბრიტანეთიდან ჯეიმს ჰოპკინსი, გერმანიიდან გიუნტერ ოჰნემუსი და საფრანგეთიდან ინგრიდ ტობუა. საღამოს მოდერატორი იყო დათო ტურაშვილი.