საუბრები ლიტერატურაზე

მწერალთა სახლმა 2013 წლის მაისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება „საუბრები ლიტერატურაზე“. რომელიც, ისევე როგორც “მწერალთა სახლის“ ბევრი სხვა პროექტი, საგანანმანათლებლო ხასიათისაა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიწვიოთ და მოვიზიდოთ ამ შეხვედრებზე და მათ გაცილებით მეტი გაიგონ ამა თუ იმ ავტორსა და წიგნზე, ვიდრე მათ ამის საშუალებას სკოლა თუ სხვა სასწავლებელი აძლევთ. ცნობილი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები და ავტორები ისაუბრებენ ქართველ და უცხოელ ავტორებზე, დამსწრეებს კი შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში. 2013 წლიდან დღემდე პროექტის მონაწილე და მომხსენებელი იყო არაერთი ლიტერატორი და მწერალი, სხვადასხვა დროს ლიტერატურული შეხვედრების ციკლის მომხსენებლები იყვნენ ფილოლოგი ზაალ ჩხეიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, გიგი ზედანია, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor