ვახუშტი კოტეტიშვილის „სონეტები“

ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და ფოლკლორისტის, ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2015 წლის დეკემბერში მწერალთა სახლმა გამოსცა მისი „სონეტების“ კრებული.

ვახუშტი კოტეტიშვილი სონეტებს სიცოცხლის უკანაკნელ წლებში წერდა. სონეტების ნაწილი პერიოდიკაში ქვეყნდებოდა,  სრული სახით კი პირველად გამოიცა.  წიგნი გაფორმებულია ზურაბ ნიჟარაძის ნახატებით, ხოლო დიზაინი ეკუთვნის მანანა არაბულს. კრებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor