2015 წლის 17-18 დეკემბერს, ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის დღეები გაიმართა.
17 დეკემბერს საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის შემოქმედებითი საღამო და სონეტების კრებულის პრეზენტაცია. ვახუშტი კოტეტიშვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა როგორც მთარგმნელს, პუბლიცისტსა და ფოლკლორისტს. მწერალთა სახლის სურვილი იყო, ვახუშტის სონეტების სრული კრებულის სახით საზოგადოება გაცნობოდა მისი ცხოვრების ბოლო წლების შემოქმედებას. ამ სახით სონეტების კრებული პირველად გამოიცა მწერალთა სახლის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
18 დეკემბერს გაიმართა მოსწავლეთა კონკურსის „ ვახუშტი კოტეტიშვილი - ჩემი წუთისოფელი“ გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება. რის შემდეგაც პოეტმა, მთარგმნელმა და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ უფროსკალსელებისათვის ლექცია გამართა, ვახუშტი კოტეტიშვლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.