ავტორთა კითხვის თვე

„ავტორთა კითხვის თვე“ ცენტრალური ევროპის ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც 2000 წლიდან ტარდება და დღეისათვის მოიცავს ოთხ ქვეყანას: უკრაინას, ჩეხეთს, პოლონეთს და სლოვაკეთს. ფესტივალის ორგანიზატორია ჩეხური გამომცემლობა Větrné mlýny.

2017 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო ფესტივალზე „The Authors’ Reading Month“ საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა.  

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 31-მა ქართველმა ავტორმა. მათი ტექსტები ითარგმნა ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ და უკრაინულ ენებზე.

 „ავტორთა კითხვის თვის“ ფარგლებში გაიმართა 155 ღონისძიება ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქში: ბრნო და ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიჩე (სლოვაკეთი); ვროცლავი (პოლონეთი); ლვოვი (უკრაინა).   ავტორები კითხვის საღამოებზე წარსდგნენ მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე, ისინი შეხვდნენ მკითხველებს, ჟურნალისტებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს, ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ სხვა ადამიანებს. თითოეული ღონისძიება დაეთმო ერთი ქართველი და ერთი ჩეხი, სლოვაკი, პოლონელი ან უკრაინელი ავტორის კითხვის საღამოს.

ფესტივალის მსვლელობის დროს 16-მა ავტორმა მეწყვილე მწერალთან ან პოეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო რადიო-ტურში; 16 წინასწარ შერჩეული ავტორის შესახებ დამოუკიდებელმა რეჟისორებმა 8-12 წუთიანი ფილმები გადაიღეს.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor