„ომი ჩემი ფანჯრიდან”

2017 წლის 22 მარტს მწერალთა სახლმა  ციკლის „საუბრები ხელოვნებაზე“ ფარგლებში გამოფენას „ომი ჩემი ფანჯრიდან” უმასპინძლა.
გამოფენა “ომი ჩემი ფანჯრიდან” ისტორიულიმ მეხსიერებაა, რომელიც 90-იანი წლების პირველი ნახევრის, ომის და მშვიდობის გააზრებას ცდილობს. გამოფენის სახელწოდება “ომი ჩემი ფანჯრიდან” კოკა რამიშვილის 1991 - 1992 წლის ნამუშევარია. 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ხშირია გამოფენები, პერფორმანსები, აქციები. ხელოვნება ისტორიის ახალ საფეხურზე ახალი სააზროვნო სივრცის შექმნას ცდილობს. შემოდის განსხვავებული ტექნოლოგიები, მიდგომები, მედიები. იხსნება საზღვრები, ჩნდება ინტერესი საქართველოს მიმართ. მხატვართა ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ნაწილი რჩება. თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დიდი იმედები მოჰყვება. მოჰყვება არეულობაც, მღელვარება, დაბნეულობა.  იწყება ომი.
ომის დროს სახელოვნებო პროცესი არ წყდება. კვლავ იმართება გამოფენები, მხატვრები განაგრძობენ მუშაობას. იქმნება ნამუშევრები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოში ხელოვნების და ახალი ისტორიის გასააზრებლად.

ომის დროს თუ შემდეგ შექმნილ ნამუშევრებში, მხატვრები აკვირდებიან, აფიქსირებენ და აღწერენ ყოველდღიურობას. ცდილობენ გაიაზრონ ან დაივიწყონ ომი. დასვან დღემდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვები.

გამოფენაშიმონაწილეობა მიიღეს:
კოკა რამიშვილი
გიო სუმბაძე
კოტე ჯინჭარაძე
მიშა გოგრიჭიანი
ლია შველიძე
გია ბუღაძე
კოტე სულაბერიძე
გურამ წიბახაშვილი
ილიკო ზაუტაშვილი
ნიკო ცეცხლაძე
სალომე მაჩაიძე
ლევან ჭოღოშვილი
მიშა შენგელია
გია რიგვავა
ოლეგ ტიმჩენკო

კურატორები:
მარიამ ნატროშვილი
ნატუკა ვაწაძე

კოორდინატორი
დეთუ ჯინჭარაძე

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor