თამარ კვესიტაძის გამოფენა
2015 წლის 12 – 14 აპრილს მწერალთა სახლმა თამარ კვესიტაძის შერეულ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერა და თოჯინები (სულ 10 ექსპონატი).
თოჯინების კეთება თამარ კვესიტაძემ 90 -იან წლებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით მათ მხოლოდ კერძო კოლექციონერებისა და დამკვეთებისთვის ქმნიდა და მასაც საკმაოდ იშვიათად. სწორედ თოჯინების გამო შეირჩა მწერალთა სახლის სივრცეც საგამოფენოდ, სადაც მისი ნამუშევრები განსაკუთრებულად მომხიბვლელად გამოჩნდა.
თამარ კვესიტაძე პერსონალურ და ერთობლივ გამოფენებს მართავს ევროპაში. მისი ნამუშევრი სამჯერ გაიყიდა სოთბის გამოფენა-გაყიდვაზე და არაერთ ცნობილ კერძო კოლექციაშიც ინახება.