ნინო ჩუბინაშვილის გამოფენა

2013 წლის 4-7 ოქტომბერს მწერალთა სახლში, ხელოვან ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიება  ბანკი „რესბუპლიკის“ მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩუბიკას  უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ტყავის სკულპტურები, მათ შორის ყველაზე ინოვაციური სკულპტურა „ელენა“.  გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა ცნობილი ქართველი მუსიკოსების, ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის კონცერტი. პროექტის ფარგლებში ჩუბიკამ სტუდენტებისათვის ჩაატარა მასტერკლასი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor