2013 წლის 24 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოს მწერალთა სახლი მასპინძლობდა საუზმის სუფრის აქსესუარების გამოფენას “What’s for breakfast?” გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნივთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან - ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და საქართველო. თითოეული მაგიდა გაწყობილი სხვადასხვა სტილში, გაფორმებულის ხვადასხვა დახვეწილი აქსესუარითა და წვრილმანით, მოგვითხრობდა ჯადოსნურ ამბავს ამ ნივთების კულტურული და ისტორიული ღირებულებების შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელით ნაკეთი და თანამედროვე, პრაქტიკული და კრეატიული აქსესუარები, როგორც საზეიმო, ასევე ინტიმური საუზმის სუფრის გასაწყობად. კოლექციაში წარმოდგენილი თითეული სუფრა გამოირჩეოდა ინდივიდუალურობითა და სრულყოფილებით, რაც ამ კოლექციის შემქმნელების შთაგონების ნაყოფია.