ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის ჰაინრიჰ ბიოლის საიუბილეოდ

2017 წელს დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინირჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ, მწერალთა სახლმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან ერთად ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მოსწავლეებს უნდა წარედგინათ თხზულებები, ხოლო სტუდენტებს ბიოლის მცირე ნაწარმოებების თარგმანები. სულ გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებიც მწერალთა სახლში დაჯილდოვდნენ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor