ვახუშტი კოტეტიშვილის საიუბილეო კონკურსი მოსწავლეებისთვის

2015 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა ჩაატარა ლიტერატურულ კონკურსი  საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

საკონკურსოდ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო სამი თხზულება ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებათა წიგნის, „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით:

  •  ხიდი ორ ეპოქას შორის“ - ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც მთხრობელი;  
  •  დიდიტერორი“ ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით;
  •  ერთი ოჯახის ისტორია, როგორც ეპოქის სახე.

კონკურსში სულ 61 ნაშრომი შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. გამარჯვებულად დასახელდნენ:

პირველი ადგილი: არჩილ გვასალია - ფოთის #1 საჯარო სკოლა, IX კლასი.

მეორე ადგილი: ნინო ჯანელიძე - ამბროლაურის #2 საჯარო სკოლა, X კლასი.

მესამე ადგილი: ელენე ჯავახიშვილი - თბილისის #6 საავტორო სკოლა,  XII კლასი.

 

გამორჩეული ნაშრომებისათვის კი მწერალთა სახლის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

  1. ნინო გამცემლიძე - თბილისის #72 საჯარო სკოლა, X კლასი
  2. მიხეილ დალალიშვილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა,  XI კლასი.
  3. რეზიკო გოგუა - ფოთის #1 საჯარო სკოლა, X კლასი
  4. დავით მირიანაშვილი - სიღნაღის საჯარო სკოლა, XI კლასი
  5. ლუკა წურწუმია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვრის #1 საჯარო სკოლა, XI კლასი
  6. გურამ ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა, XII კლასი.
  7. ანა მახარაშვილი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლა, X კლასი.

პროექტი განხორციელდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor