(მიმდინარე პროექტი)
პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარადჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით. პროექტის მიზანია შიდა ქართლის საუკუპაციო ხაზისპირა სოფლების საჯარო სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების, ლიბერალური დემოკრატიის იდეების გაძლიერება და სამოქალაქო პოზიციის წახალისება საზოგადოებრივ დისკუსიაში ჩაბმის გზით; 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით ჩატარდედბა 10 შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან მწერლები და პოეტები. ჩვენი მიზანია, მათი მონაწილეობით ახალგაზრდების ჩართვა აქტუალური თემების განხილვაში და ინტერაქციის საშუალებით იმ ფასეულობების განმტკიცება, რაც აქამდე ზოგადი დეკლარაციების სახით მიეწოდებოდა მათ. მოზარდებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ, მათი სოფლისა თუ რეგიონის საჭირბოროტო საკითხებიც. პროექტის მხარდამჭერია ასევე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ათი თვის განმავლობაში უმასპინძლებს პროექტის მონაწილეებს.