2016 წელს საქართველოს მწერალთა სახლის ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე“.
თელავის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ფოკუსირებულია ქართული და უცხოური (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული) ენისა და ლიტერატურის შესწავლაზე. მწერალთა სახლის მიზანს წარმოადგენდა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, დეცენტრალიზაცია და რეგიონულ კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. შესაბამისად, თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დაიგეგმა სასურველი საჯარო ლექციების ციკლი, ძირითადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექციები გერმანული, ფრანგული და რუსული ლიტერატურის შესახებ. ციკლის „საუბრები ლიტერატურაზე“ მონაწილეები და მომხსენებლები იყვნენ: თამარ ჯაფარიძე, გიორგი მაისურაძე, ბელა ხაბეიშვილი, შოთა პაპავა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.