20 თებერვალი 2018
კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

 

მწერალთა სახლი  კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი

 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

 

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს  ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

 

პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;

 

წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ;   

 

თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა;

 

საკონკურსოდ წარმოდგენილ წიგნებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულებს ჟიური ფარული კენჭისყრით გამოავლენს. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.

 

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულები  7 ან 8 ივნისს გამოვლინდებიან.

 

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის  მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა  წარმოადგინონ:

 

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

 

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლარად);

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor