31 იანვარი 2018
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ორი სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ “მწერალთა სახლი” აცხადებს კონკურსს ორი სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად.

 

კონკურსის მიზანი:

სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 

კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.

წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• პერიოდულ გამოცემაში თანაბრად უნდა იბეჭდებოდეს ყველა თაობის ქართულენოვანი ავტორების გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები; ასევე დებიუტანტი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებები.

• წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკის და ესეისტიკის ნიმუშები;

• ცალკე რუბრიკა უნდა მიეძღვნას მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს;

დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები;

•  სასურველია, პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი;

გამარჯვებულს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო);

გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

 

ხელშეკრულების პირობები:

• გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

• წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე ;

• პროექტის აღწერილობა (2-3 გვ.);

• პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატის, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის, რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით) (3-4 გვ.);

• პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

• პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;

• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

• სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;

• თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.

 

საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა:

• განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით (CD);

• საბუთების მიღება იწარმოებს მწერალთა სახლში 2018 წლის 5 თებერვლიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41-01/297 41-02;

• კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

 

ლიტერატურული ჟურნალების ბიუჯეტი:

პირველი ადგილი - 75.000 ლარი

მეორე ადგილი - 65.000 ლარი

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor