31 იანვარი 2018
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის გამოსაცემად

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ “მწერალთა სახლი” აცხადებს კონკურსს საბავშვო სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად.

 

კონკურსის  მიზანი:

საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ

წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი უნდა იყოს საგანმანათლებო-შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის.

საბავშვო ჟურნალის ტექსტების არანაკლებ 70 % უნდა შეადგენდეს ქართული ლიტერატურის ნიმუშები, 30% შეიძლება დაეთმოს ნათარგმ, უცხოურ ლიტერატურას;

საბავშვო ჟურნალის სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ბავშვები 3 - დან 10 წლამდე;

დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები;

სასურველია , პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი.

 

გამარჯვებულს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო). გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

 

ხელშეკრულების პირობები:

გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ, მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე ;

პროექტის აღწერილობა (2-3 გვ);

პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატი, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით, 3-4გვ);

პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;

თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.

 

საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა:

• განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით (CD);

• საბუთების მიღება იწარმოებს მწერალთა სახლში 2018 წლის 5 თებერვლიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41-01/297 41-02;

• კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

 საბავშვო ლიტერატურული ჟურნალისათვის გამოყოფილია 50.000 ლარი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor