09 იანვარი 2018
კონკურსი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადებისთვის
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწვევენ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადებისთვის. კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო. 

2018 წლის 12 იანვარს, 17:00სთ-ზე, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ღია კარის დღე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა, პირველ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ მ.წ. 15 იანვრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: info@book.gov.ge

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://book.gov.ge/uploads/tinymce/documents/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_9.01.2018.pdf

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor