07 დეკემბერი 2017
პაველ ნერლერის საჯარო ლექცია: ოსიპ მანდელშტამი და საქართველო

მწერალთა სახლი გიწვევთ პაველ ნერლერის საჯარო ლექციაზე "ოსიპ მანდელშტამი და საქართველო". 

შეხვედრის მოდერატორი იქნება ფილოლოგი, პროფესორი მერაბ ღაღანიძე. 

პაველ ნერლერი (პაველ პოლიანი) ოსიპ მანდელშტამის შემოქმედების ცნობილი მკვლევარი და მანდელშტამის საზოგადოების პრეზიდენტია. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ის აქტიურად გამოსცემს ნაშრომებს დეპორტაციებზე, ებრაელთა საკითხსა და ჰოლოკოსტზე. 

მისი ლექციების სერია თბილისში დაფინანსებულია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიერ.
პაველ ნერლერი საქართველოში საბჭოთა წრსულის კვლევის ლაბორატორიამ (SovLab) მოიწვია. 

შეხვედრა რუსულ ენაზე გაიმართება. 
დასწრება თავისუფალია.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor