17 ნოებერი 2014
"ლიტერატურული გაზეთი" N133
გამოვიდა "ლიტერატურული გაზეთის" მორიგი ნომერი, სადაც წაიკითხავთ:
ეთერ თათარაიძის, გენო კალანდიას და ნინო სიხარულიძის ლექსებს;
მაკა ლდოკონენის მოთხრობას "ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა";
გოდერძი ჩოხელის სახელობის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულ მინიატურებს (ავტორები: ნათია როსტიაშვილი, ლია ლიქოკელი, მარიამ წიკლაური, გივი ჩიღვინაძე, მინდია არაბული, ხატია ჭანიშვილი, თამარ ნიკოლეიშვილი, ლია რუსიაშვილი);
კობა იმედაშვილის სტატიას "ანი, ბანი და განი და..", რომელიც ანზორ სალუქვაძეს ეძღვნება.
ინტერვიუს პროზაიკოს თამრი ფხაკაძესთან;
მაია ჯალიაშვილის რეცენზიას ოთარ ჩხეიძის წიგნზე "იტალიური დღიურები ბაირონისა";
გიორგი ლორთქიფანიძის რეცენზიას უმბერტო ეკოს რომანზე "პრაღის სასაფლაო";
ინფორმაცია მწერალთა სახლში გამართული ღონისძიებების შესახებ.