12-16 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართა დავით სარაჯიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებული კვირეული. მოეწყო გამოფენა „დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები", რომლის ფარგლებშიც მწერალთა სახლში გამოიფინა ქართული კულტურისა და მეცნიერების იმ გამოჩენილი მოღვაწეების ფოტოები, ბიოგრაფიები, ნამუშევრები და პირადი ნივთები, რომელთაც დაფინენსება სხვადასხვა დროს სწორედ დავით სარაჯიშვილისგან მიიღეს. ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ნინო ციციშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელთა განათლებაში დიდი წვლილი დავით სარაჯიშვილს მიუძღვის.
12 ნოებბერს, გამოფენის გახსნაზე მწერლათა სახლს უამრავი სტუმარი ჰყავდა - ცნობილი მწერლები და ქართული კულტურის მოღვაწეები. ამავე კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია - "ქველმოქმედება საქართველოში, ისტორია, პრობლემები და ფილანტროპიის კანონი".
კვირეულის ფინანსური მხარდამჭერი იყო კომპანია "სარაჯიშვილი"