30 ოქტომბერი 2017
გამოვლინდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები  უკვე გამოვლენილია. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება.

30 ოქტომბერს  ხუთკაციანმა ჟიურიმ ახლად შექმნილი პრემიის გამარჯვებულები დაასახელა.

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

თამარ ფხაკაძე „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

მარიამ წიკლაური „მხიარული რეცეპტები“

 

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

რუსუდან ყიფიანი   -  ბონდო მაცაბერიძის „წვიმის ზღაპარი“  (3-6)

ვარლამ ჯმუხაძე   - კიპლინგის „აი, როგორ და რატომ“ (7-12)

 

 წლის საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოები

ლელა ცუცქირიძე „ზანზარა და ჩუ“

 

წლის საუკეთესო თარგმანი

თეა ბაკურაძე - მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი“

ეკატერინე სუმბათაშვილი - მარკ ჰედონის „რა შეემთხვა ღამით ძაღლს“

 

წლის საუკეთესო საბავშვო ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“

 

წვლილი საბავშვო ლიუტერატურის განვითარებაში

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

 

კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება.

 

 

 

 

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor