მწერალთა სახლი გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსს.
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. შესაბამისად, საკონკურსოდ განიხილება 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.
საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;
წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;
თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა - არაუმეტეს 10 პუბლიკაციისა (გთხოვთ, წარმოადგინოთ წიგნისა და ჟურნალის 3 ეგზემპლარი);
საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. N13) 2 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე.
ფინალისტების მოკლე ნუსხას მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში წარადგენენ.
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით, ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია;
ჟიურის წევრებს შეარჩევენ მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“;
გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით;
ჟიურის აქვს უფლება, გამონაკლისის სახით გაყოს პრემია ერთ ან ორივე ნომინაციაში, ამ დროს გაიყოფა საპრემიო თანხაც.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე : 2 97 41 01/02
პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა 2016 წელს და ის ყოველ წელს გაიცემა.