16 მარტი 2017
კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლოგოს და პრიზის დიზაინის შესაქმნელად

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლოგოს და პრიზის დიზაინის შესაქმნლად.

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია საბავშვო მწერლებს გადაეცემათ. პრემია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს დაარსდა.

 

პრემია გაიცემა 13 ნომინაციაში და ყოველწლიური იქნება.

 

გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის პრიზი, ხოლო ავტორს გადაეცემა ჰონორარი - 1000 ლარი.

 

თითოეული პრიზის დასამზადებლად გამოყოფილია 250 ლარი.

 

საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.

 

საკონკურსო ნამუშევრები მოგვაწოდეთ ამა წლის 15 აპრილიდან 15 მაისამდე ელ. ფოსტაზე info@writershouse.ge; გთხოვთ, წერილს მიუთითოთ თემა - კონკურსი პრიზის შესაქმნელად.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor