24 დეკემბერი 2016
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება

23 დეკემბერს მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები პოეზიის თარგმანისთვის დააჯილდოვეს. 

ნომინაციაში პოეზიის წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანი, პრემია გადაეცა გიორგი ლობჟანიძეს, წიგნისთვის "თანამედროვე სპარსული პოეზია", გამომცემლობა " კავკასიური სახლი".

ნომინაციაში ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პოეტური თარგმანი, პრემია გადაეცათ დიანა ანფიმიადის და ასია დარბინიანს ჟურნალ "ახალ საუნჯეში" გამოქვეყნებული ვიოლეტ გრიგორიანის ლექსებისთვის.

 

პრემიაზე წარდგენილი იყო შემდეგი წიგნები და პუბლიკაციები:

წიგნები

  1. ედგარი ლი მასტერსი , „რჩეული ეპიტაფიები“, - თარგმნა ქეთი ნიჟარაძემ; გამომცემლობა „ინტელექტი“
  2. ფრანგული შანსონი, - თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ; გამომცემლობა „ინტელექტი“
  3. თანამედროვე სპარსული პოეზია, - თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ; გამომცემლობა  „კავკასიური სახლი“
  4. ჯორჯ ბაირონი „ლექსები“, - თარგმნა ოთარ ცისკაძემ გამომცემლობა „მუსიკალური ფონდი“

პუბლიკაციები:

ახალი საუნჯე

 კიმბერლი ჯონსონი / მანანა მათიაშვილი 

 ვიოლეტ გრიგორიანი / დიანა ანფიმიადი,ასია დარბინიანი

 ალექსანდრ გალპერი / ლელა კოდალაშვილი

 ინგებორგ ბახმანი / მაია ლიპარტელიანი

 ბილი კოლინზი / დალილა გოგია

 ჰაინერ მიულერი / ლულუ დადიანი

არილი

 ელიზაბეტ ბიშოპი / მათიაშვილი

 კიმბერლი ჯონსონი/ მათიაშვილი

 სერგეი ჟადანი /ზვიად რატიანი

 ოლგა სედაკოვა /ლულუ დადიანი

 დენის ლევერტოვი, დაიანა დი პრიმა /ეფემია ჭავჭანიძე

 შერონ ოლდსი /დალილა გოგია

 ლორენს ფერლინგეტი /დალილა გოგია

 იოსიფ ბროდსკი / ბათუ დანელია

 ქრისტინე ლავანტი / მაია ლიპარტელიანი

 

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია "მწერლთა სახლისა" და გამომცემლობა "დიოგენეს" ერთობლივი პროექტია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილედება.  

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor