21 დეკემბერი 2016
რევაზ ინანიშვილი - 90 წლის იუბილე

20 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართა რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გამოიფინა რევაზ ინანიშვილის ნახატები, რომლებიც გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული. რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ, პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა და ფილოლოგმა ზაალ ჩხეიძემ.

 

მწერალთა სახლმა უკვე მეორედ ჩაატარა მოსწავლეთა ესეების კონკურსი, რომელიც წელს რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.  უფროსკლასელებს შეთავაზებული სამი თემიდან (საბჭოთა რეპრესიები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით; მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით  და  ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან)   უნდა დაეწერათ ერთ-ერთი.

 

პირველი პრემია გადაეცა 21-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს გივი საბაშვილს, მეორე პრემია - ევროპული სკოლის X კლასი მოსწავლეს ნინო კობაიძეს. გაიცა ხუთი წამახალისებელი პრემიაც, დაჯილდოვდნენ ანამარია ქორიძე (21-ე სკოლა, X კლასი), ელენე მახარაძე (სკოლა 21- საუკუნე, X კლასი), ირაკლი მაჩაიძე (124-ე სკოლა, X კლასი), თამარ მავზარაშვილი  (82-ე სკოლა, X კლასი) და ანა სამურკასოვი (ფოთის მე-5 სკოლა, X კლასი)

მოსწავლეები წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. 

მწერალთა სახლის რჩეული  ანამარია ქორიძე გახდა.

 

მოსწავლეთა ესეები  შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor