მწერალთა სახლმა გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად დაარსა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის მთარგმნელებისთვის. პრემიის კონკურსი 4 ოქტომბერს გამოცხადდა.
კონკურსის ჟიურიმ პოეზიის თარგმანების წიგნების ნაწილში საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალის სიმცირის გამო მოკლე სია ვერ შეადგინა, გამაროჯვებული ამ ნომინაციაში დაჯილდოების ცერემონიალზე, 23 დეკემბერს გამოვლინდება.
2015 წელს ლიმტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანებიდან მოკლე სიაში მოხვდა შემდეგი თარგმანები (ჩამონათვალი ავტორების მიხედვით მოცემულია ანბანის რიგზე):
1. იოსიფ ბროდსკი / ბათუ დანელია
2. ვიოლეტ გრიგორიანი /დიანა ანფიმიადი, ასია დარბინიანი
3. ქრისტინე ლავანტი / მაია ლიპარტელიანი
4. შერონ ოლდსი / დალილა გოგია
5. სერგეი ჟადანი / ზვიად რატიანი
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა 2016 წელს და იგი ყოველწლიური იქნება. პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი.