06 დეკემბერი 2016
„მწერალთა სახლი“ აცხადებს კონკურსს საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის გამოსაცემად

კონკურსის  მიზანი:

საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში  მონაწილეობი მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ

 

წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი უნდა იყოს საგანმანათლებო-შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის.
  • საბავშვო ჟურნალის ტექსტების არანაკლებ 70 % უნდა შეადგენდეს ქართული ლიტერატურის ნიმუშები, 30% შეიძლება დაეთმოს ნათარგმ, უცხოურ ლიტერატურას
  • საბავშვო ჟურნალის სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ბავშვები 3 - დან 10 წლამდე
  • დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები
  • სასურველია , პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი

 

გამარჯვებულს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო). გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

 

ხელშეკრულების პირობები :

გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ, მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე ;
  • პროექტის აღწერილობა (2-3 გვ);
  • პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატი, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით, 3-4გვ);
  • პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;
  • თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.

საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა :

კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი) , ასევე ელექტრონული სახით. საბუთების მიღება მწერალთა სახლში 2016 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 12 იანვრის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41.01/297 41.02;  საკონკურსო განაცხადების მწერალთა სახლში წარდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით. საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება; კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ. საბავშვო ლიტერატურული ჟურნალისათვის გამოყოფილია 50.000 ლარი.

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor