06 დეკემბერი 2016
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მწერალთა სახლის ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 5 ნომინაციაში:

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი

თითოელ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ;  გამომცემლობებმა თითოეულ ნომინაციაში შეიძლება წარადგინონ არაუმეტეს ხუთი წიგნისა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება და მასში შევლენ ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური  აპრილის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება  25-30 აპრილს

 

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის  მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა  წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად);

 

ელექტრონული წიგნების წარსადგენად განცხადება, ინფორმაცია და წიგნის ბმული მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე info@writershouse.ge;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor